რას გულისხმობს SEO ოპტიმიზაცია?
SEO ოპტიმიზაციის მიზანი არის საძიებო სისტემებისთვის , კერძოდ Google, Yahoo , Yandex და სხვა პლატფრმებისთვის ვებგვერდის უკეთესი ხილვადობის შექმნა, ამისთვის გამოიყენება მრავალი სტრატეგია და მეთოდი , მაგრამ აუცილებელია, რომ ვებ საიტი თავიდანვე კორექტული და სუფთა კოდით იყოს შექმნილი
საძიებო სისტემის შედეგების რეიტინგები განისაზღვრება Google-ს ალგორითმის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ Google-ს ალგორითმი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, რამდენიმე წლიანმა გამოცდილებამ SEO სპეციალისტებს მაინც უჩვენა ის ძირითადი ფაქტორები, რითიც საძიებო სისტემა შედეგებს განსაზღვრავს და მისცა მათ საშუალება შეექმნათ შესაბამისი სტრატეგიები და ხელსაწყოები, რითაც ვებგვერდის ტოპ პოზიციებზე გამოტანას ორგანულად შეძლებდნენ.
ბევრი ფიქრობს, რომ SEO ოპტიმიზაციის განხორციელების შემდეგ, შედეგი მალევე აისახება, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. საშუალოდ 3-დან 6 თვემდე სჭირდება, რომ Google-მა ან სხვა საძიებო სისტემამ საბოლოოდ დაგვანახოს ჩვენ მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგები.